რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა
ცნობილი ქართველი რეჟისორი და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი თოდაძე 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1968 წლიდან გოგი თოდაძე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა. რეჟისორი 90-მდე სპექტაკლის ავტორია, რომელიც სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგა. მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი ცნობილი სპექტაკლები "ეზოში ავი ძაღლია" და "ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი".
გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია "ბერიკებს", რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობთა თაობები აღზარდა.
გოგი თოდაძე მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო) იყო.