"ნიკა ბრუნდებოდა დარბაზში და გავიგეთ დარტყმის ხმა, გვარამიას დაარტყეს" - რა მოხდა საქალაქო სასამართლოსთან? - კვირის პალიტრა

"ნიკა ბრუნდებოდა დარბაზში და გავიგეთ დარტყმის ხმა, გვარამიას დაარტყეს" - რა მოხდა საქალაქო სასამართლოსთან?

არსებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას სასამართლოს შენობის შესასვლელთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოს" წევრმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, ის, ელენე ხოშტარია და ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან იდგნენ და როცა დაშორდნენ, მაშინ დაესხნენ თავს გვარამიას. ის ამბობს, რომ დარტყმა არ დაუნახავს, თუმცა ხმა გაიგო.

"კიბეზე მე და ელენე ხოშტარია ნიკა გვარამისთან ვსაუბრობდით. საუბარი როგორც კი დავამთავრეთ, ერთი წამი არ იყო გასული, ჩვენ ჩამოვდიოდით კიბეზე, გვარამია ბრუნდებოდა დარბაზში და წამში გავიგეთ დარტყმის ხმა და რომ მოვიხედეთ, ვნახეთ, რომ გვარამიას დაარტყეს. შემდეგ უკვე დაცვა გაეკიდა. 2 თუ 3 ადამიანი იყო, თვითონ დარტყმის მომენტი არ დამინახვს, მაგრამ ეს მოხდა იმდენად წამებში, ჩვენი დაშორების შემდეგ. ადამიანები იყვნენ ჩასაფრებული და სპეციალურად ელოდებოდნენ", - განაცხადა გოგუაძემ.

მისივე ინფორმაციით, გვარამიას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული.

იხილეთ ასევე: "მოვდიოდი ჩემ გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, გვერდიდან დამარტყა ვიღაცამ"

"ინტერპრესნიუსი"