"მოვდიოდი ჩემ გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, გვერდიდან დამარტყა ვიღაცამ"
ვიღაცამ გვერდიდან დამარტყა, ვინ იყო არ დამინახავს და გარეთ ალბათ, დაინახეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანია "მთავარის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სასამართლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ განუცხადა.
როგორც გვარამია განმარტავს, მას უცნობმა პირმა სახის არეში დაარტყა ხელი. გვარამიას თქმით, აღნიშნულს წინ სიტყვიერი დაპირისპირება არ უძღვოდა.
"მოვდიოდი ჩემ გზაზე და უცებ, რომ ვერ დაინახავდი, ისე გვერდიდან დამარტყა ვიღაცამ", - განაცხადა გვარამიამ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 3 პირი გამოკითხვაზე იმყოფება.
"ინტერპრესნიუსი"