ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"