როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-ლ თებერვალს - კვირის პალიტრა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 1-ლ თებერვალს

31 იანვარს და 1 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული ზედამხედველობის სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია გამოიწვიოს მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება.