"ჩა­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მე­ბი დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან" - თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს - კვირის პალიტრა

"ჩა­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა­ში მსხდო­მე­ბი დაჭ­რი­ლე­ბი არი­ან" - თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "ემიგრანტთა იმედის" დამფუძნებლის შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, თურქეთში ქართველი ქალი მოკლეს.

როგორც სიხარულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, ემიგრანტები ატყობინებენ, რომ ქალი მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა ქალაქ კაისერში მოხდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, 53 წლის ქართველ ქალთან ერთად მანქანაში 28 და 37 წლის ქალები ისხდნენ, რომლებიც მძიმედ არიან დაჭრილნი.

"თურქეთში ირმა კრავეიშვილი ჩაცხრილეს, მანქანაში მსხდომები დაჭრილები არიან. საშინელება მოხდა, არავის არ გვჯერა ეს შემზარავი ამბავი. ძალიან კეთილი, თბილი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო ირმა.

გთხოვთ დაგვეხმაროთ საქართველოში გადასვენებაში დაუჯერებელია ის რაც მოხდა" - წერენ ემიგრანტები შოთო სიხარულიძეს.

"ეს საშინელი ფაქტი, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ფულის შოვნა და ოჯახების დაპურება. ეს ტრაგედია, ყველა ქვეყანაში მცხოვრები ემიგრანტების ნაწილია!

ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. უფალო აკმარე საქართველოს ამდენი ემიგრანტის უბედურება… მარადიული ხსოვნა ყველა გარდაცვლილს ქართველ ემიგრანტს… საქართველოს ენით აღუწერელი ტკივილი ემიგრანტებია…" - წერს სიხარულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. (წყარო)