"გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას - ახლა სოლიდარობის დროა" - კვირის პალიტრა

"გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას - ახლა სოლიდარობის დროა"

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად გვინდა ჩინეთმა იცოდეს, რომ საქართველო თქვენ გვერდით დგას, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გვინდა იცოდეთ, რომ საქართველო თქვენთან ერთად დგას და გამოვთქვამთ მზაობას ერთად ვიმუშაოთ მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ახლა მხარდაჭერისა და სოლიდარობის დროა",-წერს საგარეო საქმეთა მინისტრი.

შეგახსენებთ, ჩინეთში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 259 ადამიანამდე გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"