"არ გათეთრდება "ოცნება", რაც უნდა ხეხო ფულითა" - კვირის პალიტრა

"არ გათეთრდება "ოცნება", რაც უნდა ხეხო ფულითა"

არ გათეთრდება "ოცნება", რაც უნდა ხეხო ფულითა. ვერავითარი ფული და ლობისტი "ქართულ ოცნებას" და ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ "გაათეთრებს", - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ, რომელიც ლობისტური კომპანიისთვის ხელისუფლების მიერ ხელშეკრულების გაგრძელებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ლობისტური კომპანიის მუშაობას მაშინ აქვს აზრი, თუკი რაიმე გაქვს საჩვენებელი.

"ეს არ არის ერთადერთი ლობისტური კომპანია, რომელიც დაქირავებული ჰყავს საქართველოს ხელისუფლებას. ასევე, სხვა უწყებებსაც ჰყავს ანალოგიური კომპანიები, ისევე როგორც ბიძინა ივანიშვილს სხვა ისეთი კომპანიები, რომლებიც პირადად მის იმიჯზე მუშაობენ. თუ როგორი შედეგით დამთავრდა ეს, ძალიან კარგად ვიცით. ლობისტური კომპანიის მუშაობას მაშინ აქვს აზრი, თუკი რაიმე გაქვს საჩვენებელი. შავზე ვერ იტყვიან, რომ თეთრია. ვერავითარი ფული "ოცნებას" და ვერავითარი ლობისტი ივანიშვილის ხელისუფლებას ვერ "გაათეთრებს", ვინაიდან არ არსებობს არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი და მოხელე, რომელიც არ არის პირადად ბიძინა ივანიშვილის სამსახურში.

ამიტომ, ტყუილად იფლანგება ბიუჯეტიდან ჩვენი ფული. ლობისტობის ნაცვლად სჯობს ხელისუფლებას ეკეთებინა საქმე", - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, 7 წლის განმავლობაში ქვეყანა გაღატაკდა და არ არის არცერთი მიმართულება რომლითაც შეიძლება იამაყოს ხელისუფლებამ.

"ასე რომ სხვადასხვა ლობისტებში ფულის ხარჯვით ვერ გამოსწორდება ამ ხელისუფლების ძალიან არასასამოვნო პროფილი"- განაცხადა გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"