"თქვენთვის გასაგები ენით - "ტოებით და ბიჭოებით" გეტყვით, რომ..." - რას პასუხობს უგულავა კალაძეს? - კვირის პალიტრა

"თქვენთვის გასაგები ენით - "ტოებით და ბიჭოებით" გეტყვით, რომ..." - რას პასუხობს უგულავა კალაძეს?

თქვენთვის გასაგები ენით - "ტოებით" და "ბიჭოებით", თუ გინდათ მის გარეშე გეტყვით, დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი განცხდება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით, ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია თქვენივე ჟარგონით, თქვენსავე წრეში მოიკითხეთ, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა და კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

"მას შემდეგ, რაც დღეს ვიხილე კახა კალაძის სრულიად უტიფარი ტყუილი, გადავწყვიტე განმარტებები გამეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რაც სავარაუდოდ, ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული. საზოგადოებას ვცემ პატივს და არა კალაძეს, რომელიც მატყუარაა. ამდენი წლის განმავლობაში რას მედავება მე, როგორც მერს, პატივცემული ივანიშვილის პროკურატურა. არც ერთ საქმეზე მე არავინ არ მედავება, რომ რაიმე მოვიპარე და სახლში წავიღე. მედავებიან მხოლოდ იმას, რომ დავასაქმე ადამიანები, რომელიც სავარაუდოდ, მაშინდელი მმართველი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. მედავებიან იმას, რაც ათი ათას ხარისხში აქვს აყვანილი ბატონ კალაძეს და გავსებული აქვს მერია უვიცი "ქოცებითა" და პარტაქტივით. ამიტომ როდესაც ბატონი კალაძე საუბრობს, რომ მე რაღაც მოვიპარე -"ბატონო კახი, ხარ უწიგნური, ეტყობა არ იცი კითხვა და არ იცი ის, რომ მე არანაირი ჩვენება ამ საქმეზე არ მიმიცია, არათუ ბრალი არ მიღიარებია. ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ უწიგნური და ეს სამწუხარო ემპირიული მოცემულობაა და ხარ მატყუარაც და ცდილობთ ხალხი შეიყვანოთ სიცრუეში. ამიტომ დღეს ბოლომდე მოგიწოდებთ თქვენთვის გასაგები ენით- "ტოებით და ბიჭოებით", თუ გინდათ მის გარეშე დღის ბოლომდე წარმოადგინეთ ჩემი ხელმოწერილი განცხდება თუ ბრალის აღიარება, რომ მე 50 მილიონი მოვიპარე. თუ ამას არ იზამთ, მაშინ დღის ბოლოსთვის იქნებით ის, რაც ჰომოგენურად ყველაზე მეტად გესმით. ანუ დაგინების შემდეგ მატყუარას რა ჰქვია თქვენივე ჟარგონით თქვენსავე წრეში მოიკითხეთ", - განაცხადა გიგი უგულავამ.

"კაცმა 50 მილიონი მოიპარა და ამაზე ხელი მოაწერა, რომ მოვიპარეო და რა პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობთ? - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ოპოზიციური ლიდერების, მათ შორის ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიმართ პოლიტიკური დევნა, რომელთა სასამართლო პროცესებიც მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"