"ახალი კორონავირუსით დაღუპულთა 80% 60 წელზე ზემოთაა, 75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა, გარდაცვლილთა უმეტესობა მამაკაცია"
ჩინეთის ეროვნული ჯანდაცვის კომისიის სახელმწიფო ჯანდაცვის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2,1%-ია. მათივე ცნობით, დაღუპულთა 80% 60 წელს აღემატება, ხოლო 75%-ს თანმდევი დაავადება ჰქონდა. გარდაცვლილთა ორი-მესამედი მამაკაცია.
ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე, ჯიაო იაჰუი აცხადებს, რომ ვირუსის განსაკუთრებით მწვავე შემთხვევები ასაკოვან ადამიანებში ვლინდება.
მისივე თქმით, ვირუსის განკურნებისთვის საშუალოდ 9 დღეა საჭირო, თუმცა ჰუბეის პროვინციაში, სადაც მწვავე შემთხვევების დიდი რაოდენობა ფიქსირდება, მკურნალობას 20 დღეზე მეტი სჭირდება.
"ინტერპრესნიუსი"