ცარიელი ქუჩები, საავადმყოფოდ გადაკეთებული სტადიონები... - სულისშემძვრელი ფოტორეპორტაჟი კარანტინის ზონიდან
მსოფლიო კორონავირუსის წინააღმდეგ იბრძვის. ჩინეთი, სადაც ვირუსი გაჩნდა, მისი შეჩერებისთვის ყველაფერს აკეთებს. ვირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და დაინფიცირებულთა რიცხვის მომატების შემდეგ, 23 იანვარს ჩინეთის მთავრობამ ქალაქ უხანში კარანტინი გამოაცხადა. კორონავირუსი სხვა არაერთ ქვეყანაშიც დაფიქსირდა, უახლესი მონაცემებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 31 485 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილია - 638. ვირუსის დამარცხება უკვე 1.603 ადამიანმა შეძლო, აღსანიშნავია, რომ განკურნებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება.
ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed News-მა გამოაქვეყნა ფოტოები, რომელიც ასახავს ცხოვრებას ქალაქში, სადაც უკვე ორი კვირაა კარანტინია.
(სპეციალურად საიტისთვის)