როგორ გამოიყურებიან ჩინელი ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის ხანგრძლივი და დატვირთული დღის შემდეგ - კვირის პალიტრა

როგორ გამოიყურებიან ჩინელი ექიმები კორონავირუსთან ბრძოლის ხანგრძლივი და დატვირთული დღის შემდეგ

ჩინეთის ქალაქ უხანში გრძელდება ბრძოლა მომაკვდავი ვირუსის, კორონავირუსის წინააღმდეგ, რომელმაც უკვე ასობით სიცოცხლე იმსხვერპლა. ჩინელ ექიმებს შეუსვენებლად უწევთ დღე და ღამე მუშაობა, რადგან ვირუსისგან დაავადებულ ადამიანებს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარონ და მათ სიცოცხლე შეუნარჩუნონ. ისინი საკუთარ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებენ, რათა ასობით ადამიანი გადაარჩინონ. მედიაში გავრცელდა იმ ჩინელი ექიმების ფოტოები, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ მომაკვდინებელ ვირუსს გამოსტაცონ ადამიანები. თითოეული მათგანი გმირობის მაგალითია

მათ სახეებზე ამოიკითხავთ არა მარტო დაღლილობას, არამედ პირბადეებისა და სპეცტანსაცმლის რამდენიმესაათიან ტარების კვალს ექიმებს სამსახურში ზოგჯერ რამდენიმე დღე უწევთ დარჩენა ზოგიერთ მათგან იმის დროც არ აქვს, რომ საკვები მიიღოს ყველა ექიმი ვალდებულია ატაროს სპეციალური აღჭურვილობა, რათა არ დაავადნენ პაციენტებისგან მათ სახეზე ჭრილობასაც შეამჩნევთ, რომელსაც სპეციალური ნიღაბი ტოვებს მხოლოდ სპეციალური ტანსაცმელი იცავს მათ მომაკვდინებელი ვირუსისგან გადატვირთული მუშაობის შემდეგ, ვინც დასვენებას ახერხებს, პირდაპი სამუშაო ოთახებში იძინებენ სამედიცინო პროტოკოლის თანახმად, გრძელთმიან ექიმებს თმის შეჭრა დაევალათ იდენტიფიკაციისთვის, ექიმებს თავიანთი სახელები სპეციალურ ტანსაცმელზე აქვთ მიწერილი