"გიგი, სან­დრო, თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ე­რე­ვა ყვე­ლა გან­საც­დელს..." - რას წერს გიგი უგულავას ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში - კვირის პალიტრა

"გიგი, სან­დრო, თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მო­ე­რე­ვა ყვე­ლა გან­საც­დელს..." - რას წერს გიგი უგულავას ყოფილი მეუღლე სოციალურ ქსელში

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას მიმართ უზენაესი სასამრთლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკოსის  ყოფილი მეუღლე ლელა კილაძე ეხმაურება. კილაძე ემოციურ პოსტთან ერთად სოციალურ ქსელში გიგის და მათი საერთო შვილის ფოტოს აქვეყნებს:

"გიგი, სანდრო, თქვენი სიყვარული მოერევა ყველა განსაცდელს... ძალიან მალე ისევ ერთად იქნებით! ბოროტება არის ხანმოლე, სიყვარულს და სიკეთეს არ აქვს დასასრული. გიგი, შენ ძალიან კარგი ადამიანი და ძლიერი კაცი ხარ. კიდევ ერთხელ გაუძელი, იქიდან ათასჯერ უფრო ძლიერი დაუბრუნდები!" - წერს ლელა კილაძე.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა.