თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა
თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ქალს ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ქალისთვის მიყენებული ჭრილობა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
ამ წუთებში "ინტეპრესნიუსი" მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს არკვევს.
"ინტერპრესნიუსი"