"გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია" - რას აცხადებს გიორგი მარგველაშვილი? - კვირის პალიტრა

"გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია" - რას აცხადებს გიორგი მარგველაშვილი?

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია.

როგორც მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, უგულავა ციხეში პოლიტიკური მოტივაციით ჩასვეს.

"კი, ნამდვილად, მეც ასე ვთვლი, ასე თვლიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ასე თვლიან ჩვენი მოქალაქეები, ასე თვლის ოპოზიცია, პოლიტიკური პატიმარია, ადამიანი, რომელიც ჩასვეს ციხეში პოლიტიკური მოტივაციით", - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა განუსაზღვრა.

"ინტერპრესნიუსი"