უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ამბობენ მეცნიერები - კვირის პალიტრა

უცხო გალაქტიკიდან დედამიწაზე 16 დღეში ერთხელ ამოუცნობი რადიოსიგნალი მოდის - რას ამბობენ მეცნიერები

დედამიწაზე სხვა გალაქტიკიდან ამოუცნობი რადიოსიგნალები რეგულარულად ფიქსირდება. ჩვენს პლანეტაზე რადიოსიგნალები უცხო გალაქტიკებიდან აქამდეც მოდიოდა, თუმცა მას რეგულარული სახე არასდროს ჰქონია.

როგორც CNN წერს, რადიოსიგნალი ყოველ 16 დღეში ერთხელ მეორდება. მეცნიერები გადაჭრით ვერ ამბობენ, თუ რასთან გვაქვს საქმე და ამ ეტაპზე მისი წარმომავლობის გასარკვევად ინტენსიურად მუშაობენ.

რადიოსიგნალები კანადის CHIME-ის ობსერვატორიაში დააფიქსირეს. თავდაპირველად, ოთხი დღის განმავლობაში სიგნალი დედამიწაზე ყოველ დღე, საათში ორჯერ მოდიოდა. შემდეგ კი შეწყდა, თუმცა 12-დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა და ახლა ყოველ 16 დღეში ერთხელ მოდის.

ახალი, ამოუცნობი რადიოსიგნალების წარმომავლობა დაზუსტებული არ არის. მეცნიერები რამდენიმე თეორიაზე მუშაობენ. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, რადიოსიგნალების მიზეზი შეიძლება იყოს ახალი ვარსკვლავების დაბადება, ან ვარსკვლავების აფეთქების შედეგად წარმოქნილი ნეიტრონული ვარსკვლავები. გაგრძელება