რას ჰყვება ბრიტანელი მამაკაცი, რომლისგანაც კორონავირუსით 11 ადამიანი დაინფიცირდა, თვითონ კი სრულად გამოჯანმრთელდა
ბრიტანელ სკაუტს, სტივ უოლშს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, თუმცა რადგანაც მედიკოსებმა დიაგნოზი სიმპტომების გამოვლენამდე დასვეს, მისი განკურნება დიაგნოზის დასმიდან 5 დღეში მოხერხდა.
მას შემდეგ, რაც სტივთან დაახლოებულ ადამიანებს ინფექციის ნიშნები აღმოაჩნდათ, მედიკოსებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ის დაავადების მატარებელი იყო და ვირუსს ავრცელებდა. სწორედ ამიტომ, კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სხვა კლინიკაში მოათავსეს, სადაც კარანტინი გამოაცხადეს.
სტივი, მართალია, სრულად გამოჯანმრთელებულია, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ საავადმყოფოში რჩება, თუმცა მედიის წარმომადგენლებმა მასთან საუბარი მოახერხეს.
სტივის თქმით, იმ ადამიანებზე ფიქრობს, რომლებსაც ვირუსი გადასდო. ის ამბობს, რომ სიფრთხილის გამოჩენის მიზნით, მისი ოჯახის წევრებიც იზოლირებულნი არიან და საზოგადოებასთან, ადამიანებთან არ ურთიერთობენ.
როგორ BBC წერს, უოლში ვირუსით სინგაპურში დაავადდა, სადაც კონფერენციაზე იმყოფებოდა, სინგაპურიდან ის საფრანგეთში, ერთ-ერთ ფრანგულ ზამთრის კურორტს ეწვია, რამდენიმე დღეში კი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. როგორც ბრიტანული გამოცემები წერენ, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, საერთო ჯამში, უოლშმა ვირუსი 11 ადამიანს გადასდო. გაგრძელება