იაპონიაში, საკრუიზო ლაინერზე ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა
იაპონიაში, იოკოჰამას პორტში გაჩერებულ საკრუიზო ლაინერზე, ახალი კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს აღმოაჩნდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 454-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც კომპანია Carnival Corp-ის საკუთრებაა და რომლის ბორტზეც 3 700 ადამიანი იყო, კარანტინში 3 თებერვლიდან იმყოფება.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელა. ბორტზე მყოფი 400 ამერიკელიდან, ახალი კორონავირუსი 40-ს დაუდგინდა.
"ინტერპრესნიუსი"