ირანში დღეს კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის დამატებით 13 შემთხვევა დაფიქსირდა.
"კვლევის შედეგებიან გამომდინარე დღეისთვის ინფექციის 13 ახალი შემთხვევა ფიქსირდება“, - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი კიანუშ ჯაანპური.
მისი თქმით, 7 შემთხვევა დაფიქსირდა ყუმში, ოთხი თეირანში, ხოლო ორი- გილანში.
ცნობისთვის გუშინ, ირანის ჯანდაცვის უწყებამ ყუმში მცხოვრებლებს რელიგიურ ღონისძიებებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
ამ დროისთვის, ირანში, ვირუსის 18 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი ფატალურად დასრულდა.