"ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა" - რას აცხადებს ვანო მერაბიშვილის "ნაცმოძრაობაში" შესაძლო გაწევრიანებაზე გრიგოლ ვაშაძე?
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მათ პარტიაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია არ დაუფიქსირებია.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პარტიის კარი ღია მერაბიშვილისთვის, ვაშაძე პასუხობს: "ჩემთვის არ მოუმართავს ჯერ და არ უთქვამს თავის გეგმებზე არაფერი და როგორ გიპასუხოთ?“.
ჩაკითხვის შემდეგ, რომ მიმართოს მერაბიშვილმა "ნაციონალურ მოძრაობას", გააწევრიანებენ თუ არა პარტიაში, ვაშაძე პასუხობს: "იცით რა? ბებიას რომ ერთი რაღაცა ჰქონდეს, ბაბუა იქნებოდა, ამიტომ ნუ მესაუბრებით იმაზე, რაც რეალობაში არ ხდება“.
"როცა რეალობა იქნება, მერე მომეცით შეკითხვა”, - მიმართა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
"ინტერპრესნიუსი"