ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. როგორც "ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
"ინტერპრესნიუსი"