ნაფარეულის ქუჩაზე სროლა იყო - კვირის პალიტრა

ნაფარეულის ქუჩაზე სროლა იყო

"ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თბილისში, ნაფარეულის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"