"ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი უბრალოდ გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად - ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს" - კვირის პალიტრა

"ცრუ იმედია იმის თქმა, რომ კორონავირუსი უბრალოდ გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად - ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს"

ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა კორონავირუსმა შეწყვიტოს გავრცელება ზაფხულის თბილ თვეებში. ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

რაიანის თქმით, ჯერ არ იციან რა ქცევა ექნება ვირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში.

"ჯერ არ ვიცით, რა აქტიურობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესაძლებლობა",-განაცხადა მან.

მან ასევე დაამატა: "ცრუ იმედია იმის თქმა, რომ დიახ, ის უბრალოდ გაქრება ზაფხულში, გრიპის ვირუსის მსგავსად ... ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ასე მოხდება".

"ინტერპრესნიუსი"