რა არის პანდემია?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ კორნავირუსთან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა.
სამედიცინო ტერმინოლოგიის მიხედვით, პანდემია არის ეპიდემია, რომელიც ერთდროულადაა გავრცელებული სხვადასხვა ქვეყნებში. მას ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელება ვრცელ რეგიონში; მაგალითად, რამდენიმე ქვეყანაში ან მთელ მსოფლიოში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის განცახდებით, უახლოეს დღეებსა და კვირებში დაინფიცირების შემთხვევები და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.
"უახლოეს დღეებსა და კვირებში ველოდებით, რომ დაინფიცირების შემთხვევების, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ დაავადება "COVID-19“ შესაძლოა შეფასდეს, როგორც პანდემია", - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა. პანდემიის გამოცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისი განცახდებით პანდემია არის გლობალური ეპიდემია.
"პანდემია არის გლობალური ეპიდემია. ეს აღარ არის მარტო კონცენტრირებული ერთ ქვეყანაში გავრცელებულ ვირუსზე. დღეს უკვე 120 ქვეყანაშია კორონავირუსი გავრცელებული და ყოველდღიურად ემატება ქვეყანათა რაოდენობა, ანუ ინფექცია თითქმის მსოფლისო ყველა ქვეყანაშია და რაოდენობის ყოველდღიური მატება სერიოზულია".