ქალები და ბავშვები კორონავირუსისგან ნაკლებად ზარალდებიან, ვიდრე მამაკაცები - რა არის ამის მიზეზი? - კვირის პალიტრა

ქალები და ბავშვები კორონავირუსისგან ნაკლებად ზარალდებიან, ვიდრე მამაკაცები - რა არის ამის მიზეზი?

ჩინეთში, ქალაქ უხანში გაჩენილი ახალი კორონავირუსი მასშტაბურ საფრთხედ იქცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შექმნილი ვითარება პანდემიად შეაფასა. ვირუსის გამო, რიგ ქვეყნებს შორის უკვე შეიზღუდა საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლა, იტალიის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და ვირუსმა ფეხი უკვე 124 ქვეყანაში მოიკიდა.

კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა. ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ იმატა საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში, თუმცა ასევე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით დღითიდღე მატულობს. კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, წითელ ზონაში კვლავ მოქცეული არიან იტალია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი.

ვირუსის გავრცელების დღიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველ დღე, რეკომენდაციების მთელ რიგს ავრცელებს, გვესმის მითები და მოსაზრებები, თუ ვის და რა ფორმით შეიძლება დაემართოს ვირუსი.

ბრიტანული გამოცემა BBC ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, კვლევების საინტერესო შედეგებზე საუბრობს:

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ ახალი კორონავირუსით ქალები უფრო ნაკლებად ავადდებიან და მდედრობით სქესში უფრო ნაკლებია სიკვდილიანობა ვიდრე მამაკაცებში, ასევე ბავშვებში უფრო მცირეა ვირუსით გარდაცვალების შანსი, ვიდრე სხვა ასაკობრივ კატეგორიაში.

ნაკლებად ინფიცირდებიან თუ არა ქალები და ბავშვები კორონავირუსით?

საყურადღებოა, რომ ვირუსით ყველა ინფიცირდება, რადგან მასთან გასამკლავებლად სპეციალური ვაქცინა ჯერ არ არსებობს, თუმცა ფაქტია და კვლევებმაც აჩვენა, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია - ქალები და ბავშვები შედარებით რთულად ინფიცირდებიან ვირუსით და უფრო მარტივად უმკლავდებიან მას.

"არ დაივიწყოთ, ამ ახალი ვირუსით ყველა ინფიცირდება, ეს აუცილებლად გაითვალისწინეთ"- აღნიშნა ეხტერის უნივერისტეტის პროფესორმა, ექიმმა, ბრაჰატ პანკხანიმ

რატომ ინფიცირდებიან ქალები კორონავირუსით ნაკლებად ვიდრე მამაკაცები?

შესაძლოა გასაკვირი იყოს ის, რომ ქალებს და კაცებს შორის გარდაცვალების მაჩვენებელი შესამჩნევად განსხვავებულია, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსით ყველა სქესი თანაბრად ინფიცირდება.

იხილეთ ინფოგრაფიკა:  მოცემული პროცენტული მაჩვენებლები ასახავს კონკრეტულ გენდერულ ჯგუფში დაინფიცირებულთა შორის გარდაცვლილთა ოდენობას

მეცნიერები ამ მიზეზს ასე ხსნიან, კაცების ჯანმრთელობა უფრო სუსტია, ვიდრე ქალების, უფრო სწორედ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად უფრთხილდებიან თავიანთ ჯანმრთელობას. მაგალითად, ქალები ხშირად უარს ამბობენ სიგარეტის მოწევაზე.

კვლევების მიხედვით, ჩინეთშიც მამაკაცების 52% მწეველია, ქალებში ეს მაჩვენებელი სულ მცირე, 3% შეადგენს.

"ქალებს აქვს რადიკალურად განსხვავებული იმუნური სისტემა ვიდრე მამაკაცებს. ქალებს უფრო ხშირად ემართებათ აუტო-იმუნური დაავადებები, შესაბამისად, მათ ორგანიზმში ანტიბიოტიკები და ვაქცინა უფრო მალე იწყებს მოქმედებას და ისინი ასევე მალე უმკლავდება სხვა ტიპის ვირუსებსაც, მაგალითად გრიპს", - აღნიშნა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაულ ჰუნტერმა

ინფიცირდებიან თუ არა ორსულები კორონავირუსით?

ორსულობისას ქალის სხეულში ბევრი ცვლილება ხდება, რაც ასუსტებს იმუნურ სისტემას და უფრო მგრძნობიარეს ხდის ვირუსის მიმართ, ამის მიუხედავად, დღევანდელი სტატისტიკით, შეიძლება ითქვას, რომ ორსულთა ორგანიზმი ამ ტიპის ვირუსს დიდწილად წარმატებით ებრძვის, თუმცა გრიპს და სხვა ჯგუფის ვირუსებს მარტივად ვერ უმკლავდება. არ დაფიქსირებულა დედიდან ახლაშობილზე ვირუსის ვერტიკალური გადაცემის არცერთი ფაქტი.

ემართებათ თუ არა ახალი კორონავირუსი ბავშვებს და რა სიმპტომებით?

ახალი კორონავირუსი ადამიანთა ყველა კატეგორიას შეიძლება დაემართოს, თუმცა ბავშვებში, ქალებსა და ორსულებში ამის შანსი მინიმუმამდე არის შემცირებული. იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ბავშვი დაინფიცირდება, ვირუსი შედარებით მარტივი სიმპტომებით გამოავლენს თავს, მაგალითად, მაღალი ტემპერატურით, სურდოთი და ხველით.

იხილეთ ინფოგრაფიკა: გაითვალისწინეთ, ეს მაჩვენებელები ასაკის მიხედვით, გამოითვლება არა დაინფიცირებულთა სრული რაოდენობიდან, არამედ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფში დაინფიცირებულთა რიცხვიდან.

გასათვალისწინებელია ისიც რომ, ბავშვები სხვა ჯანმრთელობის პრობლემებით, როგორიც არის ძლიერი ასთმა, ინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.

რატომ არის ასაკოვან ადამიანებში კორონავირუსით სიკვდილიანობა მაღალი?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია, მათ სუსტი იმუნიტეტი აქვთ, ორგანიზმი ასაკში შესვლისას ნელ-ნელა იფიტება, ძვალი ვეღარ ინარჩუნებს სიმყიფეს, მინერალები და ვიტამინები კლებულობს და იმუნიტეტის დონეც დაბლა იწევს, შესაბამისად, ასაკოვანი ადმიანები სუსტი იმუნიტეტის გამო, მალე ინფიცირდებიან და ვირუსს ვერ უძლებენ.

"უნდა ვიცოდეთ, რომ ანტიბიოტიკები 70 წლის ასაკოვან ჯგუფში უფრო ნაკლებად მოქმედებს ვიდრე 20 წლის ახალგაზრდებში " - განმარტა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორმა პაულ ჰუნტერმა

(სპეციალურად საიტისთვის)

აქაც პროცენტული მაჩვენებლი ასახავს კონკრეტულ გენდერულ ჯგუფში დაინფიცირებულთა შორის გარდაცვლილთა პროცენტს

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE