ტრამპი: "გემრიელად მიირთვით, მოდუნდით, იმიტომ რომ ყველაფერი უხვადაა"
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქალაქეებს სიშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საკვების მომარაგების საჭიროება არ არსებობს.
"გემრიელად მიირთვით, მოდუნდით, იმიტომ რომ ყველაფერი უხვადაა. არ გჭირდებათ დიდი რაოდენობით ყიდვა, ყველაფერი ნამდვილად კარგადაა,"- განაცხადა დონალდ ტრამპმა სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 65-ს, დაინფიცირებულთა კი - 3 400-ს მიაღწია.