"ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია" - რას ამბობს ტრამპი კორონავირუსზე
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსი ჩინეთიდან გავრცელდა და გამონათქვამში - "ჩინური ვირუსი" - რასისტული არაფერია.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ უწოდებს ის "COVID 19"-ს "ჩინურ ვირუსს" და რომ ბევრი ადამიანი ამას რასიზმად მიიჩნევს, დონალდ ტრამპმა უპასუხა:
"ეს ვირუსი ჩინურია და აქ რასისტული არაფერია. ის ჩინეთიდან მოდის. მსურს, ზუსტად გამოვხატო ჩემი სათქმელი."
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა და რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, მათ შორს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პოპმეომ, COVID 19 არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც "ჩინური ვირუსი."
"ინტერპრესნიუსი"