საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ხუთივე პაციენტს აქვს აშშ-ში მოგზაურობის ისტორია და ისინი ჩამოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, კიდევ ერთ პაციენტს, რომელიც კორონავირუსის ინფექციით მკურნალობს, პირველადი ტესტით კორონავირუსი აღარ დაუდასტურდა, თუ განმეორებითმა ტესტმაც იგივე აჩვენა, მაშინ ისიც გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 3320 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 235 პირი.
ინფორმაციისთვის, 66 ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.