თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მე-9 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა - კვირის პალიტრა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მე-9 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო მე-9 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკაში განუცხადეს, პაციენტი ცოტა ხნის წინ გაეწერა.

მათივე ინფორმაციით, მე-9 გამოჯანმრთელებული პაციენტი საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში 2 კვირის განმავლობაში იქნება და მას მეთვალყურეობას ეპიდემიოლოგები გაუწევენ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 67 ადამიანიდან, საიდანაც 9 გამოჯანმრთელებულია.