"ეკა ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია. მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია" - კვირის პალიტრა

"ეკა ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია. მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს პრესამსახურის წარმომადგენელი გიორგი ბერიძე "ფეისუბუკში" აქვეყნებს ახალგაზდა ექიმის ეკა ნაფეტვარიძის ფოტოს, წარწერით:

"ეკა ნაფეტვარიძე ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია... მის სახეზე სსპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული... პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული..

ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით... კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება...

P.S. არც კი იცოდა რისთვის გადავიღე ეს ფოტო... ჯერ არც უნახავს მგონი. ისევ ეკიპირება და ისევ ბოქსებში პაციენტებთან...

იხილეთ ასევე: თენგიზ ცერცვაძე: "გამოიკვეთა ორი მედიკამენტის უპირატესობა"