"სარეცხის ჩამოხსნა აუცილებელი არ არის ...მანქანებით მოხდება დღეს ღამით თბილისის ქუჩების მორეცხვა სადეზინფექციო ხსნარით" - კვირის პალიტრა

"სარეცხის ჩამოხსნა აუცილებელი არ არის ...მანქანებით მოხდება დღეს ღამით თბილისის ქუჩების მორეცხვა სადეზინფექციო ხსნარით"

ქალაქის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილის ინფორმაციით, დღეს ღამე დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო ხსნარით მოირიცხება.

მეგობრებო, ეს ვერტმფრენი არ არის, აი, ამ მანქანებით მოხდება დღეს ღამით თბილისის ქუჩების მორეცხვა სადეზინფექციო ხსნარით. სარეცხის ჩამოხსნა აუცილებელი არ არის, არც ადამიანის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე, თუ გავლისას შემთხვევით შეესხა.

თუმცა, მთავარი თავდაცვაც და წამალიც არის სახლში ყოფნა", - წერს მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში.

#დარჩისახლში