ნიკა გილაურის ოპტიმისტური პროგნოზი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური 2011 წელს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს, ვიდრე ამას მთავრობა პროგნოზირებს.
გილაურს ეიმედება ახალი საგადასახადო კოდექსი, რომელიც ძალაში 1-ელ იანვარს შევიდა. მისი თქმით, ახალი კოდექსის მთავარი ღირსება ის არის, რომ ის კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.
პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, კოდექსში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან პრემიერის აპარატს.