მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა აღრიცხულმა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა აღრიცხულმა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთა აღრიცხულმა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი კი ნაწილობრივ ან სრულ იზოლაციაში იმყოფება.

ამ დროისთვის, worldometers-ზე 536 615 შემთხვევაა აღრიცხული. ამავე მონაცემებით, გარდაცვლილია 24 116 ადამიანი, ხოლო 124 402 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, რომელშიც ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობაა დაფიქსირებული. პირველ ადგილს აქ უკვე აშშ-ი იკავებს, ხოლო ჩინეთი მეორე ადგილზეა მცირედით უსწრებს იტალიას.