რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1264-მდე გაიზარდა
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთ დღეში 228-ით გაიზარდა და მთლიანობაში 1264-ს მიაღწია. ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის სპეციალურ შტაბში ავრცელებენ.
ინფიცერებულთა უმეტესობა, 114 პაციენტი ქვეყნის დედაქალაქში იმყოფება.
ამასთან, შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის მანძილზე კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. მთლიანობაში დაღუპულთა რიცხვმა 4 შეადგინა.
"ინტერპრესნიუსი"