"სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა... რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი"
კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შემდეგ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცნენ. ყოველდღიურად მთელი საქართველო ელოდება, როდის გამოვლენ საავადმყოფოს შენობიდან ექიმი-ინფექციონისტები მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე და უახლეს ინფორმაციას მიაწვდიან საზოგადოებას. როგორც ირკვევა ისინი არა მხოლოდ კოლეგები, კარგი მეგობრებიც არიან.
საბედნიეროდ კრისიზის პერიოდში აღმოჩნდა, რომ სამი მამაკაცის: პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის გარდა, ჩვენი ქვეყანა კიდევ ორი ქალბატონის თავდადებასა და პროფესიონალიზმზეც არის დამოკიდებული. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე გამორჩეული პროფესიონალია.
ჯერ კიდევ, ორი კვირის წინ მის შესახებ ერთ-ერთმა მკითხველმა საინტე-რესო ისტორია მოგვწერა, თუ როგორ გადაარჩინა ენდელაძემ 15 წლის წინ B ჰეჰატიტის ვირუსით ინფიცირებული ქალბატონი, რომელიც მოსკოვში ოპერაციის დროს დაავადდა. როგორც მკითხველი გვიყვება, პაციენტი სა-ქართველოში იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჩამოიყვანეს, რომ მისი გა-დარჩენის იმედი თითქმის არ არსებობდა და სწორედ ქალბატონი მარინას ძალისხმევით ის გადარჩა.
2017 წლის 28 მარტს მისი ერთადერთი შვილი იურისტი ირაკლი ძიმისტა-რაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა. ირაკლი ანტალიაში დაიღუპა, სადაც 13 წლის შვილი საჩოგბურთო ტურნირზე ჰყავდა წაყვანილი. იმ პერიოდში ძიმისტარაშვილი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა ტელეწამყვან ნელი აგირბასთან და წყვილის ერთწლიანი ქორწინება სამწუხაროდ, უდიდესი ტრაგედიით დასრულდა.
ქალბატონ მარინას ძალიან გაუჭირდა ერთადერთი შვილის დაკარგვა და როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, მდგომარეობიდან გამოსვლაში სწორედ მარინა ეზუგბაია დაეხმარა, რომელთანაც წლების მეგობრობა აკავშირებს.
"სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა, შვილი გარდამეცვალა. რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი. შვილის დაკარგვით განცდილმა ტკივილმა სულ გამინელა სამსახურში გასვლის სურვილი. მარინამ მაიძულა და დამარწმუნა, რომ საჭირო ვიყავი და ადამიანებს ვჭირდებოდი... ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი საშუალებით დიდ მადლობას გადავუხდი, იმ თავგანწირვისთვის და პროფესიონალიზმისთვის, რომელიც მას აქვს", - ამბობს მარინა ენდელაძე "პრაიმტაიმთან".