"ჩვენ აღმოვჩნიდთ მეორე და მესამე ტალღაში და უკვე გვქონდა სხვების მიერ დაშვებული შეცდომების მაგალითები"
კორონა ვირუსმა მსოფლიოში პოლიტიკური წესრიგი, პრიორიტეტები და ცხოვრების წესი შეცვალა. ექსპერტები ამობენ, რომ სამყარო ძველებურად ვეღარ იცხოვრებს. როგორ გადალაგდება ძალთა ბალანსი მსოფლიოში, კორონა ვირუსის დამარცხების შემდეგ, რა გამოწვევებისა და სირთლეების გადალახვა მოუწევს მსოფლიოს და სახელდობრ საქართველოს. ამის შესახებ ექსპერტი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
გია ხუხაშვილი: - ფაქტობრივად დღეს სამყარო დაპაუზებულია. დღემდე ეკონომიკური ურთიერთობის სპეციფიკა მარტენის ღუმელის პრინციპით მუშაობდა, იყო ჭარბწარმოება, ძირითადად ბრძოლები იყო გასაღების ბაზრების მოძიებისთვის და ა.შ. მუდმივ პოლემიკაში თუ რა არის მთავარი, ფინასური ცენტრები თუ საწარმო ცენტრები, დომინანტი იყო ფინასური ცენტრები. დღეს არსებულმა რეალობამ აჩვენა რომ ეს საპნის ბუშტი თუ არ გასკდა, საგრძნობლად ჩაიფუშა. პროცების დინამიკა აჩვენებს, რომ მომავალში წარმოების სექტორი უფრო ფასეული გახდება და დასრულდება ფინასური ცენტრების დომინაცია. ეს თავისთავად გამოიწვევს ეკონომიკური ცენტრების გადანაცვლებას ისეთი ქვეყნებისკენ, სადაც უფრო მძლავრი ინდუსტრია, სადაც ენერგეტიკული რესუსრებია. რამდენად სერიოული იქნება ასეთი ჩანაცვლებაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძლედება კრიზისი და ეს გადახურებული ეკონომიკური ბუშტი რამდენად ძლიერად ჩაიფუშება. ამიტომ ნერვიულობს პრეზიდნტი ტრამპი და სურს ჩქარა აამუშაოს ეკონომიკა და მაქსიმალურად შეინარჩუნოს ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. თუ ვერ შეინარჩუნებს, ნაკლებად დაზიანდეს. მე მგონია, რომ დღეს არსებული პროცესი სამყაროს ცნობიერებას შეცვლის და საზოგადოება სამომხარებლო "ბულემიისგან" განვიკურნებით. ჩვენ, საზოგადოება "შოპოკოლიკები" გავხდით და სწორედ ამით იყო განპირობებული ეს ჭარბწარმოება, ზღვარგადასული მარკეტინგული სვლები. "ბულემიისგან" განთავისუფლებული სამყაროს სამომხრებლო ინსტიქტები უფრო ადეკვატური იქნება.
- ამერიკა ჩინეთს, ჩიეთი და რუსეთი კი ამერიკას ადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში. თქვენ როგორ ხედავთ, რომელიმე მხარის ბარლდებას შეიძლება მართლა ჰოქნდეს რეალური საფუძველი? - ამ საკითხის პოლიტიზირება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კრიზისის ეპიცენტრში ვიმყოფებით გამართლებულად არ მიმაჩნია. დღეს მთელი სამყარო კონსოლიდირებული უნდა იყოს გარესაფთხესთან ბრძოლაშია. ის რომ ვირუსის გავრცელება დაიწყო ჩინეთიდან, ამის გამო ჩინეთის დადანაშაულება მართებულად არ მიმაჩნია. მგონია, რომ ეს ურთიერთბრალდებები სიფათს შეიცავს და ამ თემაზე მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს, დროებით მაინც.
- როგორ ხედავთ, შექმნილი რთული ვითარებიდან ვინმემ რაიმე ხეირი თუ ნახა? - იქიდან გამომდინარე, რომ კრიზისის გადავლის შემდეგ ინდუსტრიული ცენტრები უფრო მოთხოვნადი გახდება, ვფიქრობ რომ ჩინეთის ხელში გადავა მეტწილად ეკონომიკური ინიციატივა. პოსტკრიზისული პერიოდის შემდეგ ეკონომიკური დეპრესია ყველაზე ნაკლებად ჩინეთს შეეხება, ყველაზე სწრაფად სწორედ ეს ქვეყანა შესძლებს გადაწყობას და წამყავანი როლსაც მოირგებს.
- ფაქტია, რომ საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს წარმატებით ართმევს თავს. როგორ ახსნით ამ ფაქტს, მაშინ როდესაც დღემდე მმართველი გუნდის ბალანსზე უმთავრესად შეცდომები ირიცხებოდა?
- აუცილებლად მიდნა ავღნიშნო, რომ დღეს ჩვენი სამედიცინო პერსონალის ქმედებები ნამდვილად გმირობის ტოლფასია. უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებაც ფუნქციური გახდა. შესაბამისად, ჩვენს მხარდაჭერასაც იმსახურებს. რაც შეეხება ობიექტურ ხელშემწყობ ფაქტორებს, ჩვენდა საბედნიეროდ არ აღმოვჩნდით იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ვირუსის პირველმა ტალღამ გადაუარა. ამ ქვეყნებში, პრობლემისადმი ზედაპირული მიდგომის ბევრი შეცდომა დაუშვეს, რამაც პროცესი შეუქცევადი გახადა და ვეღარ მოერიენ. ჩვენ აღმოვჩნიდთ მეორე და მესამე ტალღაში და უკვე გვქონდა სხვების მიერ დაშვებული შეცდომების მაგალითები. ძალიან კარგია, რომ ჩვენმა ინფექციონისტებმა, ხელისუფლებამ ვირუსთან ბრძოლაში დაშვებული შეცდომების კორექტირება მოახერხეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რომ ჩვენმა ჯანდაცვამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მითითებები ზედმიწევნით კარგად შეასრულეს. ეს აუცილებლად უნდა დავაფასოთ.
- თუ გავითვალისწინებით ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებულ რიგ ღონისძიებებს, თუნდაც ეკონომიკური სტიმულირებას, როგორი იქნება ჩვენი ყოფა კორონა ვირუსის დაძლევის შემდეგ?
- ხელისუფლება ჯერჯერობით რასაც აკეთებს არათუ საკმარისია, არამედ წყალში გადაყრილი შრომაა. ეროვნული ბანკის მიერ ორმოცი მილიონის გამოტანა არის არაადეკვატური, ფაქტობრივად წყალში გადაყარა ამდენი ფული. პრობლემა სისტემურია, ეკონომიკური ხასიათის და ამას ფინასური ინსტრუმენტებით ვერაფერს უშველი. სამწუხროდ არსებული პრობლემის მოგვარების მოკლევადიანი გეგმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა სავალუტო ბირჟების ხელით მართვაზე გადაყვანა. პროცესი არის ობიექტური, მოთხოვნა მიწოდება განსაზღვრავს ლარის კურს. პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ უცხოური ვალუტის შემოსავლის წყაროები გადაკეტილია და ვალუტაზე მოთხოვნა გაზრდილია.
ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ხელით მართვის პროცესშია შესაძლებელი. 2008 წლის ომის დროს ხელისუფლებამ ხელით მართვით რეჟიმში აიყვანა ყველაფერი და ასე დაიჭირა სიტუაცია. ის არგუმენტები, რომ ახლა თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ბირჟა და ლირიკა არაფრის მომცემია. თუ გვაქვს საგანგებო მდგომარეობა საფინანსო სისტემებშიც საგანგებო ღონისძიებები უნდა გატარდეს. მაღალ კატეგორიებზე საუბარი აბსოლუტურად უსაგნოა და ზიანის მოტანის მეტი არაფერი შეუძლია. ის რაც დღეს ქვეყანაში ხდება, ეს იმ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, რასაც დღემდე მოქმდებდა ქვეყანაში. პრობლემას ქმნის თუნდაც ის ფაქტი, რომ სასუსართო უსაფრთხოება არ გვქონდა უზრუნველყოფილი. ეს საკითხი რომ გვქონოდა მოგვარებული არც ლარის კურსი გაიქცეოდა და არც სხვა პროცესები დაიწყებოდა. საპარტნიორო ფონდს, ნაცვლად იმისა სასუსართო უზრულნველყოფის საკითხის მოეგვარებინა, ხან სასტუმროებს აშენებდა, ხან ენერგტიკაში დებდა ინვესტიციას და ზარალს ზარალზე იღებდა. დღეს ჩვენ ხელისუფლების მუშაობით ნამდვილად კმაყოფილები ვართ, ვაქებთ კედეც, გახარიას დამსახურებულად ვცხადებთ მხარდაჭერას. თუმცა, ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ადამიანებს სიკვდილის შიში ხდის ლიოიალურს, მაგრამ შიმშილის შიში ხდის აგრესიულს. ასე რომ ხელისუფლება დღესვე უნდა ფიქრობდეს ანტიკრიზისულ გეგმაზე, ოღონდ ნამდვილად ეფექტურზე და არა ისეთ სულელურზე, როგორიც არის საშემოსავლო გადასახადიდან ქონების გადასახადიდან ხალხის გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან რთული პერიოდი დაგვიდგება. როგორც კი ადამიანებს ვირუსისა და სიკდვილის შიში გადაუვლით, მაცივარს გამოაღებენ და ცარიელს რომ დაიანახავენ მაშინვე შეეცვლებათ განწყობა ხელისუფლების მიმართ. ადამიანებს სიკვდილის შიში ლოიალურს ხდის, შიმშილის შიში კი აგრესიულს. ასე, რომ თუ ხელისუფლება ქმედით და ეფექტურ ნაბიჯებს არ გადაგავს, ვირუსის შემედეგ სხვა უფრო სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ხათუნა ბახტურიძე