რა უპასუხეს მინისტრებმა კითხვაზე, დაესწრებიან თუ არა ისინი სააღდგომო ლიტურგიას?
"ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით ტელევიზორიდან", - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას, დაესწრება თუ არა ის ოჯახთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას.
ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის არ აპირებს ოჯახის წევრებთან ერთად სააღდგომო ლიტურგიაზე.
ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი: "განსხვავებით წინა წლებისგან, ამჯერად მე და ჩემი ოჯახის წევრები ტელევიზიით მივადევნებთ თვალყურს სააღდგომო ლიტურგიას".