გაგრაში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას გაგრაში "კომენდანტის საათის“ შემოღების შესახებ. ამის შესახებ "სპუტნიკ აფხაზია“ იუწყება.
განკარგულების მიხედვით, კომენდანტის საათი იმოქმედებს 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იკრძალება ქუჩაში და საცხოვრებლის გარეთ ყოფნა.
კომენდანტის საათი შემოღებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე კრონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.
ცნობისთვის, გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდინფექცია დაუდასტურდა 29 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულ პირს. მისი ჰოსპიტალიზაცია 6 მარტს გუდაუთის საავადმყოფოში მოხდა.
"ინტერპრესნიუსი"