"ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა..." - კვირის პალიტრა

"ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა..."

მსახიობი ონისე ონიანი "დარჩი სახლში" შეზღუდვეების ფარგლებში სულაც არ გრძნობს თავს მოწყენილად. როგორ ატარებს დროს, რა ვიდეოებს დებს "ფეისბუკზე" და რას ურჩევს ადამიანებს? - ამას ინტერვიუდან გაიგებთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩემს სახლთან, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის ტრიალი მინდორი და იმ დღეს, როცა თოვლი მოვიდა, მე და ჩემი შვილი ლილე ამ მინდორში ვსეირნობდით. ჩავწერე ვიდეო, სადაც ვთქვი, რომ ბაკურიანში ვარ, უცხოელებს შევხვდი და ცხელ-ცხელ კორონას ჩავიტანდი თბილისში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა..."

"მიჯაჭვულები ვართ ინტერნეტსივრცეს, ამისთვის დიდი დრო მოგვეცა და მეტი გზაც არა გვაქვს. მე რომ ჩამოგითვალოთ ჩემი ერთი დღის განრიგი, რაც აქამდე მქონდა, მიხვდებით, რომ ტელევიზორისთვის საერთოდ ვერ ვიცლიდი. ახლა სახლში მივიხედ-მოვიხედე და აბაზანაში კაფელი ჩემი ხელით გავაკარი, კიბე შევღებე, ლაკი წავუსვი, შპალერი გავაკარი... ბინის ერთი უჯრედი გავაცოცხლე. თუკი სურვილი გაქვს, ყველაფერი გამოგივა..."

"სამი დღე არ გვქონდა ინტერნეტი, ქარმა კაბელი გაწყვიტა. აბსოლუტურად მოვწყდით ყველაფერს, ოთხივე სახლში ვართ, რა ვაკეთოთ? მოდი, ვითამაშოთ კარტიო. ოო, ისეთი აზარტულები აღმოვჩნდით, რომ ხან ვჩხუბობდით, ხან ვიცინოდით, ერთ ამბავში ვიყავით. დრო ხალისიანად გავატარეთ. ჩვენს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ოჯახის წევრებმა "ჯოკერი" ერთად ვითამაშეთ..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 9 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი