კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში ბიძინა ივანიშვილმა 100 მილიონი ლარი გადარიცხა
კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა stopcov.ge ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ "ქართუში"გადარიცხა, "ქართუმ" კი თავის მხრივ - stopcov.ge ფონდში.
ფონდში stopcov.ge 100 მილიონი ლარი გუშინ გადაირიცხა.
ამ დროისთვის ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარს შეადგენს.