ბოლო დღე-ღამის მანძილზე რუსეთში კორონავირუსის 1786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ბოლო დღე-ღამის მანძილზე რუსეთში კორონავირუსის 1786 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 1786 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 11917 შეადგინა. ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის საწინააღმდეგო შტაბი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის მანძილზე 12 ადამიანი გარდაიცვალა. ვირუსს ქვეყანაში ამ დრომდე 94 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"