მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით

1 639 763 ადამიანი დაინფიცირდა, 100 156 კი გარდაიცვალა.

ამასთანავე, ვირუსისგან სრულიად განიკურნა 369 017 ადამიანი.

Worldometers-ის ინფორმაციით, კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტთა 96%-ის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, დანარჩენი 4%-ის კი მძიმე.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება, გარდაცვალების კი იტალიაში.

"ინტერპრესნიუსი"