ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტის გამო, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 პირი თვითიზოლაციაშია - კვირის პალიტრა

ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტის გამო, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ბაღდათის მუნიციპალიტეტში 16 პირი თვითიზოლაციაშია

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოქალაქეები თვითიზოლაციაში არიან. სოფელ შუბანში თვითიზოლაციაში 16 პირი, კარანტინში კი 2 პირია გადაყვანილი. მიზეზი ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და რამდენიმე პირთან შეხება ჰქონდა. ის ამჟამად კლინიკაშია მოთავსებული, მისი დაინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია, თუმცა არ გამორიცხავენ ქობულეთის კლასტერს უკავშირდებოდეს.

სოფელში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"