სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით გაახანგრძლივებს
სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით გაახანგრძლივებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა "ფეისბუქით" მიმართვისას განაცხადა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აღნიშნული ზომის მიღება გარდაუვალია.
იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს, ის მომავალ კვირას პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
სომხეთში დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე გაიზარდა.
გუშინ, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ტიგრან ტოროსიანმა მედიასთან აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში კონტროლს აღარ ექვემდებარება.
"ინტერპრესნიუსი"