"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - რას წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი - კვირის პალიტრა

"ასე რომ დასცინით საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, ნახეთ აქ რა მოგვიტანეს..." - რას წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი

ამერიკაში, მიჩგანის შტატში მოღვაწე ქართველი ექიმი თეონა მაღლაკელიძე ქართული პირბადეების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ასე აგდებულად რომ დასცინიხართ საქართველოში გამოშვებულ პირბადეებს, თქვენ ნახეთ აქ რა პირბადეები მოგვიტანეს, სამშრიანი, გარეთა შრე ფარდის ქსოვილია, შუა კარტოფილის ტომარის და შიგნით კიდევ სინთეტიკური ნაჭერი, 3 წუთზე მეტი ვერ გაიჩერებ, იგუდები...

დააფასეთ რასაც საქართველო აკეთებს და სასაცილოდ ნუ იგდებთ, ნახეთ რომელიმე ამერიკელის პოსტი რომ დასცინოდეს საკუთარი ქვეყანას და აბუჩად იგდებდეს, არც ერთ ჩემს კოლეგას არ დაუწერია სოც ქსელში და სასაცილოდ აუგდია ეს მასკები, მიუხედავად იმისა, რომ მართლა საშინელებაა, თავად ქართველები თუ მოუღებთ ბოლოს ისევ ქართველებს და ჩვენ ქვეყანას, თორე სხვა ვერაფერს დაგვაკლებს ისეთს, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ" - წერს მაღლაკელიძე. (წყარო)

შეგახსენებთ, ქართული წარმოების პირბადეები აფთიაქებში ორი დღეა გამოჩნდა. 12-შრიანი მრავალჯერადი პირბადე, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის შეთანხმებული და შემოწმება ლუგარის ლაბორატორიაში აქვს გავლილი, 50 თეთრი ღირს.

იხილეთ ასევე: "შეიძლება დემნა გვასალიამ ასეთი გამოუშვას იმიტომ, რომ ეგეთი რაღაცები მოსწონს" - რას ამბობს პაატა იმნაძე ქართულ პირბადეზე