საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 63 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4929 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 405 მოქალაქე რჩება.

საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 63 გამოჯანმრთელებული და 3 გარდაცვლილია.