რას წერს ბრიტანული The Guardian-ი კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ? - კვირის პალიტრა

რას წერს ბრიტანული The Guardian-ი კორონავირუსთან საქართველოს წარმატებით ბრძოლის შესახებ?

The Guardian-ი საქართველოს კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შესახებ წერს. როგორც The Guardian აღნიშნავს, "საქართველოს, 3.7 მილიონი მოსახლიდან, კორონავირუსის მხოლოდ 252 დადასტურებული შემთხვევა აქვს და სამი გარდაცვლილი ჰყავს".

"სამივე გარდაცვლილი 79-დან 86 წლამდე ასაკის ქალია, რომლებსაც თანმდევი დაავადებები ჰქონდათ. შესაძლოა, ამის უკან ბევრი ფაქტორი დგას, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანამ სწრაფად აამოქმედა მიმოსვლაზე შეზღუდვები, მათ შორის იანვრიდან უკვე ფრენები აკრძალა ჩინეთიდან და მარტში დახურა ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად ცოტა იყო ინფიცირების შემთხვევები", - წერს The Guardian.

იხილეთ ასევე: "ფაშინიან! რით არიან სომხეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლები?" - რას წერენ სომხურ გამოცემაში საქართველოზე?