"რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობა მძიმეა, ხოლო სამი კრიტიკული რჩება" - კვირის პალიტრა

"რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობა მძიმეა, ხოლო სამი კრიტიკული რჩება"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო სამის კრიტიკული. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკა უკვე დატოვა 24 კვირის ორსულმა, ხოლო მეორე ფეხმძიმის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, რატიანის განმარტებით, კლინიკაში მოთავსებული სამი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.

"რეანიმაციაში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარობა მძიმეა, ხოლო სამი კრიტიკული რჩება. ასევე მინდა გითხრათ, რომ გუშინ ჩვენგან 24 კვირის ორსული ქალბატონი გაეწერა. მეორე, 9 კვირის ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პაციენტი 14 დღის გავლას ელოდება, რომ პროტოკოლის მიხედვით, ტესტირება ჩაუტარდეს. ასევე, იცით, რომ კლინიკაში გვყავს სამი მოზარდი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია",- განაცხადა რატიანმა.

"ინტერპრესნიუსი"