"კიევ-პეჩორის ლავრის პრაქტიკულად მთელი პერსონალი დაავადდა კორონავირუსით - სააღდგომოდ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ დისტანცირება"
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ილია ნაკაშიძის ინფორმაციით, კიევ-პეჩორის ლავრაში პრაქტიკულად მთელი პერსონალი კორონავირუსით დაინფიცირდა. მისი თქმით, აქედან გამომდინარე, საზოგადოებამ მაქსიმალური დისტანცია უნდა დაიცვას სააღდგომო დღეებში.
"დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ კიევ-პეჩორის ლავრის პრაქტიკულად მთელი პერსონალი დაავადდა კორონავირუსული ინფექციით. აქედან გამომდინარე და ასევე, გამომდინარე იქიდან, რასაც კომპეტენტური უწყებები ითხოვენ საქართველოში, ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ დისტანცირება სააღდგომო დღეებში. ეს არის პირველ რიგში მოსახლეობის გადასაწყვეტი და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ამას გაითვალისწინებს. მაქსიმალური დისტანცია, სახლში ყოფნა და დანარჩენს გვიჩვენებს სიტუაცია. მე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი სენსიტიური თემაა, თვითონ ნებისმიერმა პიროვნებამ პერსონალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიცვას მისი თავი და საზოგადოების წევრები", - განაცხადა ილია ნაკაშიძემ.
"ინტერპრესნიუსი"