რას ამბობს დეკანოზი ბზობის დღესასწაულზე გავრცელებულ ფოტოზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა - კვირის პალიტრა

რას ამბობს დეკანოზი ბზობის დღესასწაულზე გავრცელებულ ფოტოზე, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა

წმინდა ივლიტესა და კვირიკეს ტაძრის მოძღვარი, მამა ლევან ალადაშვილი "საღამოს ნიუსრუმში" ამბობს, რომ ფოტო რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა მხოლოდ ერთი რაკურსით არის გადაღებული და ისინი სოციალურ დისტანციას ყოველთვის იცავენ.

"რაც შეეხება კონკრეტულ ფოტოს, გუშინაც იყო ამაზე საუბარი, ეს ფოტო არის ერთი კონკრეტული რაკურსით გადაღებული. ამის გარდა არსებობს, როგორც ვიდეო-მასალა, ასევე ფოტო-მასალა. ჩვენ ტაძარს აქვს თავისი ფეისბუგვერდი და იქ ვაქვეყნებთ, როგორც ღვთის მსახურების განრიგს, ასევე იქ ხშირად ნახავთ ქადაგებების, წირვა-ლოცვის "ლაივებს" და გუშინაც რა თქმა უნდა მოხდა ამის აღბეჭდვა და ყველას აქვს საშუალება იხილოს თუ რა დისტანციით დგას ტაძრის მრევლი ერთმანეთთან", - აღნიშნა გადაცემაში საუბრისას  წმინდა ივლიტესა და კვირიკეს ტაძრისმოძღვარმა.